გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია

19-04-2023

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

აბაშიძე აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე, მეტი ინფორმაციაა საჭირო.

 

როგორც გია აბაშიძე აცხადებს, აშშ-ის ელჩი „ფორმულას“ ტელეწამყვანების სტილში ცდილობს კეზერაშვილი გაამართლოს.

 

„აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის "საადვოკატო მისიაც" მოირგო და "ქადაგებს" "ფორმულას" ტელეწამყვანის სტილში. თუ ევრომძარცველ კეზერაშვილს თურმე აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, უარგუმენტოდ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს ჩამოერთვათ მსგავსი უფლება? ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31