გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა; ჰოდა ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი "კეთილის მსურველები" ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ

20-04-2023

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.


ქადაგიძის თქმით, თუკი აქამდე საქართველოს "კეთილის მსურველები" კულისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ.

"მადლობა ქალბატონო დეგნან, რომ ასე ღიად, გახსნილად და თვალნათლივ გვანახებთ პროცესებს. რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, რომ კულისებიდან მიმდინარეობს კონკრეტული რადიკალური დღის წესრიგის შექმნა, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ და იმ მოჩვენებით დიპლომატიურ ჩარჩოებსაც გასცდნენ, ჩვენი "კეთილის მსურველები", რასაც ადრე არ იმჩნევდნენ. თუ მანამდე, "ისფედის" გაყალბებულ დათვლებს არ იმჩნევდნენ, თუ გამჭირვალობაზე კანონპროექტს "რუსულად" ლომჯარიას ანათლინებდნენ, ახლა პირდაპირ გამობრძანდა ელჩი და მოგვიწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ანუ, ამერიკის საელჩოში დაიგეგმა კონკრეტული პროცესი, რასაც ორი გათვლა აქვს:

1) სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია.


2) გამარგინალებული მართლმსაჯულების მქონე ქართული სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპერსპექტივობა.

ორივე გათვლა, ერთ მიზანს ემსახურება: პოლარიზაციის ისეთი მასშტაბების მიღწევას, რომლის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მისცემს! P.S. 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა. ჰო და ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი "კეთილის მსურველები" ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. კიდევ ერთი - ეს პროცესი თუ შედეგს არ მოუტანთ, მალე დაიწყება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ვაჭრობა!" - წერს ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930