გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მეგობარი ქვეყნების გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიის თავიდან არიდება ვერ მოახერხა

9-08-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთი აგრესორია და ის საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ჯერ კიდევ 90-იან წლებში ახორცილებდა.

თუმცა, მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნების გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიის თავიდან არიდება ვერ მოახერხა.

 

„ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს. 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები, აცხადებს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოველნების განვითრება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება,  მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას. ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში“- განაცხადა ბახტაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031