გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  

9-08-2018


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

     „ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე  ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ  ფიზიკური ძალადობით და  სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. - თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

      სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ვალეში დააკავეს.   მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად   6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31