გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება

20-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის.


მევენახე ფერმერები, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ, რაც  ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის  მოსავლის დაზღვევას.


პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930