20-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დავიწყეთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების თანადაფინანსებას. პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 43 ბენეფიციარი, 29 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით. პროგრამა მოიცავს გადამმუშავებელ, შემნახველ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც აერთიანებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024