გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განვახორციელეთ

20-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება. კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი.


„მოგეხსენებათ, თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და ექსპორტის 70%  ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ქვეყანაში მცხოვრები ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო; სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს - ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენ შევძელით, სულ რაღაც 4 თვეში,   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია  თხილის კადასტრში. დღეის მდგომარეობით, ფერმერების 90%-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930