გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი

20-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა ევროკავშირის ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას და მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო ხდება საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31