20-04-2023
„2022 წელს, ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, შევქმენით ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა. დღეისათვის, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. 2022 წელს, დაცულ ტერიტორიებზე დაინერგა პატრულირების თანამედროვე SMART სისტემა.
16-11-2024
16-11-2024