20-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.
აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე "ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ". აღნიშნული პროექტით გაძლიერდება ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ხელი შეეწყობა საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას.
16-11-2024
16-11-2024