გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: გარემოსდაცვითი კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გრძელდება

20-04-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავს ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას.


„დაწყებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზება, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოყალიბებისთვის. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეორეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით -დრონები, ფოტოხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა. მთავარ მიზანს წარმოადგენს კონტროლის თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, დეპარტამენტის ცნობადობისა და საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. მნიშვნელოვნად ძლიერდება გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. 2022 წელს, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 70%-ით გაიზარდა და 4 635 შეადგინა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930