21-04-2023
გრძელდება კომუნიკაციების კომისიის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ქობულეთში, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ხუცუბანისა და აჭყვისთავის 100-ზე მეტმა მოსახლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება შეისწავლა.
პროგრამა ქობულეთში 7 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე 550-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
16-11-2024
16-11-2024