გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა

21-04-2023

ყოველწლიურად,  22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.


მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ცენტრალური საავტომობილო გზი პირები 9 ლოკაციაზე, ქალაქ ახალციხიდან სოფელ აწყურის მიმართულებით. გარემოსდაცვით ღონისძიებას 120-მდე მოხალისე შეუერთდა.


დასუფთავების აქციაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძემ, მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.


აღნიშნული აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.


დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყანაში აღნიშნავენ.


იგი 1970 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და დედამიწაზე სუფთა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვას.საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031