24-04-2023
„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მედია თუ არასამთავრობო სექტორი ამ ძალის გათეთრებას ცდილობდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ცდილობენ ახლაც, მათი ოპოზიციაში ყოფნისას. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს იმ ახალგაზრდებზე იქონიოს გავლენა, რომელთაც არ იციან და არ უნახავთ მათი ქმედებები ხელისუფლებაში ყოფნისას“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რთული გზა აარჩია, როცა ხელისუფლებაში მოვიდა და გადაწყვიტა, რომ „ნაცმოძრაობას“ მოჰქცეოდა არა ისე, რისი ღირსებიც იყვნენ, არამედ ისე, როგორც ეს ქვეყანას ეკადრებოდა, თუმცა ამით ქვეყნის გადარჩენა და მომავალი თაობის სრულყოფილი განვითარების გზაზე დაყენებაა მიზნად.
„რასაც ირაკლი რუხაძე ჰყვებოდა თავის ჩვენებაში, როდესაც მანქანა აუფეთქეს, თუ როგორ ატერორებდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით კეზერაშვილი და მისთვის ბიზნესის წართმევას ცდილობდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინდელი ხელისუფლებისთვის. ეს იმ ახალგაზრდებმა მინდა გაიგონ, აღტყინებულები რომ გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა და სამართალი უნდათ - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ჩვეულებრივი ჯალათები იყვნენ. წართმეული ბიზნესები, მკვლელობები და ა.შ. - მათ მორალური ზღვარი წაშლილი ჰქონდათ და აქვთ. საკმაოდ რთული გზა ავირჩიეთ, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და გადაწყვიტა, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა (და ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებ ხოლმე), რომ მათ, „ნაცმოძრაობას“ მოვქცეოდით არა ისე, რისი ღირსებიც იყვნენ, არამედ ისე, როგორც ეს ქვეყანას ეკადრებოდა.
ეს გრძელვადიანი პროცესია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ისინი სამართალმა გაასამართლოს. ყველამ ვიცით, რა ჯალათები და საშინელი ხალხი იყო, მაგრამ ისინი სამართალმა, დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს. ქვეყანა გვინდა რომ გადარჩეს, რათა მომავალი თაობა ამ ქვეყანაში სრულყოფილი განვითარების გზას დაადგეს. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულება, თორემ ყველამ ყველაფერი ვიცით. გუშინ კიდევ ერთი საშინელი შედარება მოვისმინე გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძისგან, რომელსაც მანამდე ვეუბნებოდი, ამ ხალხთან, „ნაცმოძრაობასთან“ რა გინდა-მეთქი.
ამ ხალხს ყველანაირი მორალური ზღვარი წაშლილი აქვს. დავით კეზერაშვილი გასამართლებულია ჯარის გაძარცვის კონკრეტულ საქმეზე, სხვა გამოძიებებზე აღარ ვსაუბრობ. ასეთია ეს ადამიანი და ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე. ახლა შეეცდებიან, რომ რატი ალექსიძის სახით თუ ნათესაური კავშირების სახით, როგორმე ყველა გასვარონ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024