გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წლის პირველ ნახევარში ბანკების მოგება 8.4%-ით შემცირდა

10-08-2018

 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება - 183 მლნ ლარი “თიბისი ბანკს” ჰქონდა, რომელიც 22%-ით მეტია 2017 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია” 114 მლნ ლარით, რაც 45%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე “ლიბერთი ბანკია” 30 მლნ ლარის მოგებით. 



წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა “ფინკა ბანკია”, რომლის მოგებაც 1214%-ით გაიზარდა და 1.4 ათასი ლარი შეადგინა. 



წლის პირველი ნახევარი ზარალით ორმა ბანკმა დაასრულა: “სილქ როუდ ბანკმა” -0.6 მლნ დოლარით და “იშ ბანკმა” -1 მლნ დოლარით. 



პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 410 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 73% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 8.4%-ით არის შემცირებული. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031