გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

25-04-2023

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. გივი მიქანაძე PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის წევრად 2021 წლიდან ირიცხება, ხოლო ქვეკომიტეტს 2023 წლიდან შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტმა გივი მიქანაძე მომხსენებლად აირჩია თემაზე - „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ და აღნიშნული რეზოლუციის პროექტი გასულ წელს ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან წარმატებული თანამშრომლობის გამოძახილია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930