გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს ის რისკები, რომელშიც საქართველო დარჩება, თუ ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მიღმა დატოვებს ჩვენს ქვეყანას

25-04-2023

ჩვენ, ხელისუფლება, ჩვენის მხრივ, ყველა პირობას შევასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ხოლო შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე თავად ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება: სწორედ ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

 

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოქვეყნებული ანაგრიში, რომლის თანახმად, ქვეყანა ლიდერ პოზიციებს იკავებს.

 

არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ევროპის საბჭომ უნდა გაიაზროს, თუ რა რისკების წინაშე აღმოჩნდება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოება.

 

"ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, მათ მიერვე გამოცემული ანგარიში, სადაც საქართველო ტრიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა და რეფორმების ფონზე, ახლა უფრო მეტად იმსახურებს. რაც მთავარია, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს და განიხილოს ის რისკები, რომელშიც საქართველო დარჩება, თუ ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მიღმა დატოვებს ჩვენს ქვეყანას.

 

რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებით, მხოლოდ საქართველოს მოწინააღმდეგეები, არაკეთილმოსურნეები გაიხარებენ და იმ რთულ რეგიონში, სადაც არის სერიოზული გამოწვევები და რისკები არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, ეს იქნება ძალიან რთული პოლიტიკური ნაბიჯი. ამიტომ, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ წარვადგენთ რეკომენდაციების სრულად შესრულებაზე ჩვენს ანგარიშს, უკვე გადწყვეტილების ჯერი იქნება ევროკავშირზე. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი მხრიდან, სამუშაოს შევასრულებთ ზედმიწევნით ზუსტად და ევროკავშირს ექნება სრული საფუძველი, რომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930