გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„თუ დავალიანებას არ გადაიხდი, მთელ სადარბაზოს გამოვურთავთ გაზსო“ - ჟურნალისტი „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებს

10-08-2018

ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელს შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარში ადანაშაულებს. როგორც ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას ზემოთნახსენები კომპანიის თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ თუ ბუნებრივი აირის დავალიანებას არ გადაიხდიდა, გაზმომარაგება მთელ სადარბაზოს შეუწყდებოდა. ამასთან, ნელი ვარდიაშვილის განცხადებით, მას „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელმა დღეს, 10 აგვისტოს დაურეკა, მაშინ, როცა აბონენტის ქვითრის ნომერზე მითითებულია, რომ გადახდის ბოლო ვადა 12 აგვისტოა. „SOS! ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა, ბანკების დავლიანების ამომღები ჯგუფების მსგავსად, დაიწყეს ტერორისა და შანტაჟის ენით საუბარი მოსახლეობასთან! ახლახანს დამირეკა ყაზტრანსგაზის თანამშრომელმა, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელმაც მკაცრი ტონით მითხრა, რომ დავალიანება მაქვს გადასახდელი და თუ არ გადავიხდი, სადარბაზოს გამოურთავენ გაზს. ქალაქში ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ. როცა ეს ვუთხარი, მიპასუხა, არ მაინტერესებს, მოაგვარეთ როგორც გინდათო. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ გადახდის ვადა მაქვს 12 აგვისტომდე. დღეს არის 10 აგვისტო. მივმართავ ყაზტრანსგაზის ხელმძღვანელობას, მოიძიეთ ისანი-ვაზისუბნის ბიზნესცენტრის კონტროლიორის, დავით ბასილაძის საუბარი 10 აგვისტოს, 13 საათზე მომხმარებელთან (აქ არ ვწეე ტელეფონის ნომერს, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში შეგატყობინებთ) და დარწმუნდებით, თქვენი თანამშრომელი როგორ აშანტაჟებენ მოსახლეობას. ეს მაშინ, როცა თქვენივე განცხადების მიხედვით, მათ არ ამოწურვიათ გადასახადის გადახდის ვადა.... ბასილაძეს თურმე არც იმის ეშინია, ვინმე, მის მიერ ჩადენილი უკანონობის ფაქტს თუ გამოქვეყნებს. საიდან აქვს თქვენს თანამშრომელს ასეთი თავისუფლება და გონორი? ველოდები „ყაზტრანსგაზის“ გამოხმაურებას!“-წერს ჟურნალისტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031