28-04-2023
რადიკალური ჯგუფების ინტერესებში არ შედის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამიტომ ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ასეთი დამოკიდებულება - მათი ჩასვლა ევროპის შესაბამის ქალაქებში, მათი აგიტაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ჩვენ ამაზე ყოველთვის შევახსენებდით მათ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ისინი ელოდებიან და მათ აქვთ, არ ვიცი რა ინფორმაცია, რომ საქართველო თურმე არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პროცესები. წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს შენი ქვეყნისა და ხალხისადმი, შეძლო და თქვა, ასევე განახორციელო, რომ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედო“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024