გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

11-08-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურა, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა გ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 7 აგვისტოს დააკავეს.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-ს ფინანსური და სხვა პირადი უთანხმოება გააჩნდა ქ.რუსთავში არსებულ ბაზრობის (შპს ,,ერთობა“) ერთ-ერთ მფლობელ - სამსონ ქუთათელაძესთან. აღნიშნული მიზეზით იგი 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით16:00-17:00 საათებში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა, სადაც სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, შეჰყვა მას სამუშაო ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამსონ ქუთათელაძე გ.ჭ.-ს მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930