გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა, რასაც ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონი“ ავალდებულებს

28-04-2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია და შესაბამისად, ლობისტების დაკვეთით მომზადდა.

 

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა (რა ქნან, ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონი“ ავალდებულებს, თორეე . . .) ამ მასალებში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული. ასევე გამოქვეყნდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის „საპასუხო დასკვნა“ რომელიც ლობისტური კომპანია „აკერმანის“ თანამშრომლების დაკვეთით იყო მომზადებული.

ნეტა ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იმ ლობისტებში ფულის გადაყრას ჯობია თავის შვილს წესიერი საკვები მიუტანოს“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930