11-08-2018
გერმანული გამოცემა, «Mannheimer Morgen»-ი საქართველო-რუსეთის ომის ათი წლისთავს ეხმაურება და სტატიას აქვეყნებს, სადაც კონფლიქტის დეტალებზეა საუბარი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
თბილისის მოსკოვისაგან საფრთხეს დიდი ხანია გრძნობდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი მხარს უჭერდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. „მიშამ“, როგორც მას დღემდე ეძახიან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსებს „ვერცხლის ხონჩით“ მიართვა. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, „ასანთის“ მოყვარულმა პრეზიდენტმა ისეთი „ფეირვერკი“ მოაწყო, რომელმაც ქვეყანა ორ ეპოქად გაჰყო: საქართველო 2008 წლამდე“ და „საქართველო 2008 წლის შემდეგ“.
საქართველოში ორი სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიდან ყველაზე ღარიბი სამხრეთ ოსეთია, მთელ კავკასიაში. აფხაზური საზოგადოება შედარებით უფრო მოტივირებულია, თუმცა ეკონომიკურად ორივე მაინც რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. რუსეთი ეკონომიკურად საქართველოზე უფრო ძლიერია, მაგრამ საქართველო დემოკრატიის მხრივ, თავის ჩრდილოელ მეზობელზე უფრო მეტადაა განვითარებული. „თუმცა ქართულ დემოკრატიას ვერც ოსები ხედავენ და ვერც აფხაზები, რადგან ქართველებს და აფხაზ-ოსებს შორის ურთიერთობის არხებია დარღვეული“, - ამბობენ ექსპერტები.
მოსკოვი ამ კონფლიქტებს საქართველოს წინააღმდეგ იყენებს ნატოში გაწევრიანების საკითხში. საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფვის, რომელიც, თბილისის აზრით, მისი თავისუფლებისა და სტაბილურობის გარანტია"-ნათქვამია სტატიაში.
19-12-2024
18-12-2024