გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა“ გაიმართა

1-05-2023

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა“ გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბის) (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub) ორგანიზებით. ინფორმაციას თბილისის სახელმსწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, Academia Europaea-ს წევრი, აკადემიკოსი ზაზა სხირტლაძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ღონისძიების სტუმრებს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფრანგიშვილი მიესალმა.


„ჩვენი ცენტრის აქტივობა მიმართულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაზე ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ხშირად, ევროპულობას განსაზღვრავენ ისტორიული და კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით და ითვლება, რომ ევროპულობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს წარმოადგენს ქვეყნის კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან და ისტორიული განვითარების ხაზი ბერძნულ-რომაული კულტურული სივრციდან დღევანდელობამდე შუა საუკუნეების აღორძინების პროცესების გავლით. საქართველოს ეს ისტორიული გზა დიდი ღირსებით აქვს გავლილი. ჩვენი ევროპულობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა გელათის აკადემია“, - აღნიშნავს დავით ფრანგიშვილი.


„კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - გელათის სამონასტრო კომპლექსს და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულ ძეგლს - გელათის კატენებიან ბიბლიას, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ საეკლესიო ღირებულების ნაწარმოებს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის მაჩვენებელს. ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა შემოგვინახა ეს განსაკუთრებული ბიბლია“, - აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.


კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები; ასევე კვლევები ძველი ქართული ლიტერატურის; შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერების და ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობების შესახებ.


კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი და, ამასთანავე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას გელათის აკადემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კვლევაში.


ჩვენი ცენტრის აქტივობა მიმართულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაზე ევროპულ აკადემურ სივრცეში. ხშირად, ევროპულობას განსაზღვრავენ ისტორიული და კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით და ითვლება, რომ ევროპულობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს წარმოადგენს ქვეყნის კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან და ისტორიული განვითარების ხაზი ბერძნულ-რომაული კულტურული სივრციდან დღევანდელობამდე შუა საუკუნეების აღორძინების პროცესების გავლით. საქართველოს ეს ისტორიული გზა დიდი ღირსებით აქვს გავლილი. ჩვენი ევროპულობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა გელათის აკადემია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930