გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი "რა არის ევროპა?" ჩატარდა

1-05-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი "რა არის ევროპა?" ჩატარდა.


შეხვედრებს ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო.


ორდღიანი სემინარის ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის ინსტიტუციები, კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ფორმები, საქართველოს ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები. შეხვედრების ბოლოს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31