გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ყველაფერი საუკეთესო ჯარს - კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია

1-05-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე ქართული ჯარის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით უწყებაში ხარჯები უკვე გაიზარდა.


„გაზრდილი რესურსებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ, პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10-წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო საშუალებები. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევქმნათ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების პირობებში. მათი დაფასების კუთხით, ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალი კოდექსითაც იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


თავდაცვის მინისტრმა "თავდაცვის კოდექსზეც" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება ქმნის სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რის შედეგადაც ასევე ჩამოყალიბდება.


ძლიერი რეზერვი და განმტკიცდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარის განვითარებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930