1-05-2023
აქციები და პროტესტი უკავშირდება არა იმ საკითხს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, არამედ იმ ლოზუნგებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, აჩვენებს, რომ ისინი ამართლებენ თავად მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ისინი ამართლებენ ადამიანისთვის ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას,’’ - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთვრობო ორგანიზაცია, რადიკალურ ჯგუფს მიეკუთვნება და ეს დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, მისი თქმით, გაცილებით დიდი პრობლემაა, რომ მსგავსი პროპაგანდა და კამპანიები ფინანსდება ამერიკული და ევროპული წყაროებიდან.
,,ჩვენი ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომ რადიკალურ ჯგუფს მიეკუთვნება დიდი ხანია ვიცით. პრობლემა არის ის, რომ ეს პროპაგანდა და კამპანია ფინანსდება ამერიკული და ევროპული წყაროებით. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კამპანიის, რომლის მთავარი შინაარსი არის, რომ თუკი საჭიროა, დაშვებულია პოლიციელს გადაასხა ბენზინი და წაუკიდო ცეცხლი. „მე ვესროლე“, - ამას ნიშნავს ეს კამპანია. თუკი ვინმე ჩათვლის, რომ სამართლიანია ეს და თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ეს საჭიროა, დასაშვებია ცოცხალი ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება.
ამ კამპანიას აფინანსებენ ევროკავშირის და ამერიკული ფონდები. კერძოდ, „სირცხვილია“ არის მოწინავე ამ კამპანიისა და სამწუხაროდ, ვინაიდან, დაფარულია ეს დაფინანსებები, ჩვენ ეს ცნობა არ გვაქვს, მაგრამ თავად აღიარებენ, რომ მათ აფინანსებს ამერიკის დემოკრატიული ფონდი (NED) და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდი (EED) და შესაბამისად, ამერიკის გადასახადის გადამხდელების და ევროკავშირის მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება ისეთი იდეოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს, რომ ცოცხალ ადამიანს შეუძლია წაუკიდო ცეცხლი, თუკი შენ ეს საჭიროდ მიგაჩნია. ეს, კიდევ ერთხელ, აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორობის პრობლემას საქართველოში, როდესაც ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანზე ცეცხლის წაკიდების გამართლება,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.