12-08-2018
რუსული გამოცემა «Независимое военное обозрение» საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომს კიდევ ერთ სტატიას უძღვნის.
სტატიის ავტორის, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე ხრამჩიხინის შეფასებით, სააკაშვილი ომის დაწყების წინ დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის არმიას გაანადგურებდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
"რასაკვირველია, ომის შეფასებისას უნდა ვთქვათ ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკაში და საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ სამხედრო საკითხები იგი აბსოლუტურად არაკომპეტენტური იყო. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ თანამედროვე პროფესიული არმია შექმნა, სეტეცენტრული სისტემით, მაგრამ ვერ შეიგნო, რომ სეტეცენტრული სისტემით აგებული არმია 1970-იანი წლების მოძველებული ტექნიკით თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს, პროფესიულია არმია კი სერიოზული ომისათვის უვარგისია.
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უუნაროდ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ კონფლიქტში ჩარევას ვერ გაბედავდა და თუ გაბედავდა, სწრაფად იქნებოდა განადგურებული ქართული უძლეველი არმიის მიერ (ეს ირონია არაა - იგი, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი - ნამდვილად ასე მიიჩნევდა). უკიდურეს შემთხვევაში, თუ საქართველოს გაუჭირდებოდა, მის დასახმარებლად ნატო მოვიდოდა. აი, ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები გახდა მიხეილ სააკაშვილის გიჟური ავანტიურის მიზეზები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
19-12-2024
18-12-2024