გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეითმა პატრულებმა თბილისში, აზერბაიჯანის მოქალაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

12-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ქვეითმა-პატრულებმა ბრალდებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს ართმევდა.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31