გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12-08-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის I და VI კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, ქავთარაძის, კოსტავას, ბენდელიანის, ხიზანიშვილის, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ნოე რამიშვილის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის, მანდელშტამის, 17 შინდისელი გმირის, ჩაჩუას და ძეგლევის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ცოტნე დადიანის, სალხინოს, აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მოსკოვის გამზირის V კვარტლის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის, შუამთის, მამისაშვილის, ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე პეკინის გამზირის და ბახტრიონის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930