გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა სოფელ კოდასთან სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს

13-08-2018

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელ კოდასთან სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები საოკუპაციო ზოლთან პატრულირებენ და საქართველოს მოქალაქეებს უთვალთვალებენ. 


ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრის, ლაშა ბერულავას განცხადებით, ოკუპანტების თვალთვალი შესაძლოა რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავს უკავშირდებოდეს.


მისივე თქმით, თუ თვალთვალი გაგრძელდება, შესაძლოა ეს პროცესი იმას მიუთითებდეს, რომ რუსები ხელახალი ოკუპაციის გასაგრძელებლად ემზადებიან.


"ის ბრინდაჟი, რომელიც ფოტოზეა, მდებარეობს ჩვენი სათვალთვალო ადგილიდან დაახლოებით 800-900 მეტრში და იქიდან რეგულარულად ოკუპანტებმა ჩვენი დაკვირვება უკვე უახლესი ოპტიკური ხელსაწყოთი დაიწყეს. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს. თუ ეს აქტივობა ისევ გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს რომ ისინი შემდეგი აქტიურობისთვის და ხელახალი ოკუპაციის გასაგრძელებლად ემზადებიან" - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031