გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დატბორილ ანაკლიაში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა

13-08-2018

ანაკლიაში გზებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან  განახლდა.   სავარაუდოდ სწორედ  არხების გაწმენდის შემდეგ  განხორციელდება საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაობიც.

ადგილობრივები  სტიქიის მიზეზად  პორტის  არასწორად დაგეგმილ  მშენებლობას ასახელებენ და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.  

 

 „იმის ნაცვლად რომ გაგანია ზაფხულის სეზონში ხალხს ჰყავდეს ტურისტები, ხალხს ჰყავს გველები, მღრღნელები და  ბაყაყები. ანაკლის მოსახლეობას აინტერესებს, ჩქარა მოხდეს ამ ყველაფრის აღწერა და ანაზღაურება“ - განაცხადა  ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ანაკლიაში უკვე მეოთხე დღეა,  სტიქიის შედეგებს ებრძვიან.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31