გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«ВВС» (დიდი ბრიტანეთი): როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი

13-08-2018

გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება «ВВС»-ის რუსული სამსახური საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მომხდარ სამხედრო კონფლიქტს ეხმაურება.


კორესპონდენტის შეფასებით, ომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ქართულმა არმიამ ცხინვალის მისადგომებს ცეცხლი გაუხსნა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:


„ომი 2008 წლის 7-8 აგვისტოს შუაღამისას დაიწყო. მანამდე კი ნახევარი საათით ადრე ქართულმა ჯარმა რუსების სამშვიდობო ბატალიონის პოზიციებს და ცხინვალის ახლო-მახლო სოფლებს ჭურვები დაუშინა. ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს არმიის ქვედანაყოფებმა ცხინვალს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ალყა შემოარტყეს, ჩრდილოეთიდან კი ქალაქი ისედაც ბლოკირებული იყო ქართული სამშვიდობო ბატალიონითა და პოლიციით. სულ მალე არმიამ ქალაქში შესვლა დაიწყო, რომელსაც მხოლოდ რუსი მშვიდობისმყოფლები და ოსი სახალხო მოლაშქრეები იცავდნენ. აშკარად ჩანდა, რომ ისინი მთელი არმიის იერიშს ვერ გაუძლებდნენ. რჩებოდა მხოლოდ კავკასიის ქედის მიღმა განლაგებული რუსეთის არმიის დახმარების შანსი“, - ნათქვამია მასალაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031