8-05-2023
მიმდინარე წლის 7 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, დაესწრნენ ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.
16-11-2024
16-11-2024