გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის ლიდერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები შედგება

13-08-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერმა პრეზიდენტთან კონსულტაციების გასამართად მზადყოფნა დაადასტურა.
აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"მე რამდენადაც ვიცი, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და უმრავლესობის ლიდერმა, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, გამართოს ასეთი კონსულტაციები პრეზიდენტთან. ეს კონსულტაციები შედგება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არის გარკვეული პესიმიზმი მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესებაში მონაწილეობასთან.

"როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა, ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა. მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება, ბუნებრივია, თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა, ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031