10-05-2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტს კლაუდიო გუჯეროტის შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა და კლაუდიო გუჯეროტიმ მიმოიხილეს ქვეყნებს, ხალხებსა და ეკლესიებს შორის არსებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და მეგობრული ურთიერთობები.
აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტმა წმინდა საყდრის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი, საზოგადოებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისადმი სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა და საგანმანათლებლო, კულტურული, ეკონომიკური და ეკლესიებსშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი დააფიქსირა.
16-11-2024
16-11-2024