გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში

10-05-2023

პოლიტიკაში შემოწირულობების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.


როგორც ანალიტიკოსი წერს, არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში.


„არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და მეტადრე საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. თანაც ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელევიზიო აღიარებაცაა (პოლიტტექნოლოგია ისე ესმის, როგორც ხაბეიშვილს ინგლისური), რომ ის ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობოების სპონსორია.


პოლიტიკაში შემოწირულობების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან.

 გასაგებია, რომ რადიკალების დე ფაქტო ლიდერი, ყველაფერში ჩამრევი ელჩი დეგნანი "შეშფოთდება და აღშფოთდება", თუმცა მან კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოს - სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031