გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რატომ აჩუქეს შობის ღამეს გია ჯაჯანიძეს ვირის ჩოჩორი - „როგორ უნდა მოგიარო...“

9-01-2018

საშობაოდ გია ჯაჯანიძეს ვირის ჩოჩორი აჩუქეს. ვიდეო შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში და ტელეწამყვანს დავუკავშირდით.

- გია, ვინაა თათია, რატომ გაგიკეთა ასეთი საჩუქარი?

- ჩემი გადაცემის ერთ ერთი პროდიუსერია, თათია ზუხბაია. ერთი წლის წინ რაღაცაზე ვსაუბრობდით, რაღაცას ვუმტკიცებდი, არარსებობსო მეუბნებოდა, აი ვნახოთ-მეთქი და თუ მართალი გამოვდექი თეთრი ვირის ჩოჩორს მომიყვანე თქო. მერე აღარც გამხსენებია, 7-ში, შობას, ვაღებ ჭიშკარს და რას ვხედავ, თათია დგას ჩოჩორთან ერთად. გავოგნდი, გავგიჟდი. თან ის მიხაროდა, მე რომ მართალი გამოვდექი თან ვირი მიხაროდა. ისეთი მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ვინმეს რომ მოეყოლა არ დავიჯერებდი. რომ დავმშვიდდი იმაზე ვფიქრობდი, რა კრიატიული გოგოა, უღრმესი მადლობა მას ასეთი ორიგინალური და საყვარელი საჩუქრისთვის.

- რას უპირებ?

- ამიერიდან ქუჩაში ვისეირნებ ვირთან ერთად, ადამიანები ძაღლებთან ერთად თუ სეირნობენ რატომ არ შეიძლება მე ვირთან ერთად ვისეირნო. სახელიც შევურჩიე, - კოკროჭინა.

- მშვიდობაში.


წყარო: "პრაიმტაიმი"

http://primetime.ge/news/1515423381-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9Bclusive-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930