გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს

10-05-2023

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ, - ამის შესახებ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ავრცელებს.


როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.


ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ.


მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930