გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს პარლამენტი განიხილავს

13-08-2018

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით  განხილვა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

„ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღრმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული და ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებული ამ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031