გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: მოჩვენებითი პარტნიორობის და გაუგებარი თანამშრომლობების დრო აღარ არის - აღქმა, რომ საქართველო დაბალი ღობეა, კატეგორიულად მიუღებელია

11-05-2023

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო. ცხადია, იმ გაერთიანებაში, საიდანაც ისმის, რომ ღმერთის, ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა დასჯის საფუძველი გახდეს, თავმოყვარე პარტიას არაფერი ესაქმება, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და „ევროპის სოციალისტური პარტის“ ღირებულებითი შეუთავსებლობის გარდა, აღნიშნული პარტია, ქართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მხარდამჭერიც გახდა.

 

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო. ცხადია, იმ გაერთიანებაში, საიდანაც ისმის, რომ ღმერთის, ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა დასჯის საფუძველი გახდეს, თავმოყვარე პარტიას არაფერი ესაქმება. გარდა ღირებულებითი დისონანსისა, ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტია პირდაპირ ქართული ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის მხარდამჭერად მოგვევლინა. შესაბამისად, თუ არც ღირებულებებია საერთო და არაც პოლიტიკური დღის წესრიგი, ასეთ გაერთიანებაში ყოფნა უბრალოდ რაციონალურ აზრს მოკლებულია. ასე რომ, მოჩვენებითი პარტნიორობის და გაუგებარი თანამშრომლობების დრო აღარ არის. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - აღქმა, რომ საქართველო დაბალი ღობეა, კატეგორიულად მიუღებელია“ - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930