გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Galt&Taggart: მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა

13-08-2018

მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა,- აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის, Galt&Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე.


როგორც  Galt&Taggart-ი აღნიშნავს, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საგრეო სექტორიდან მიღებული შემოსავლების გამო, მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, აგვისტოს დასაწყისამდე, ლარი ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა 10 აგვისტოს, თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების გამო წარმოქმნილმა არასასურველმა მოლოდინმა, გავლენა იქონია ლარზე და ერთ დღეში ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა  3.9%-ით და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე მიაღწია 2. 57 ლარს.


Galt&Taggart საუბრობს ექსპორტის ორნიშნა ზრდაზე (28.5%) ფულადი გზავნილების 18.3%-იან ზრდაზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.9%-ით ზრდაზე, რომელთა ჯამური მატება შეადგენს 774 მლნ აშშ დოლარს (26.6%), რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 5.7%-მდე. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, ლარი გამყარდა 5.7%-ით დოლართან მიმართებაში.   


საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებისგან განსხვავებით, ლარი იყო სტაბილური მიუხედავად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებისა და იმპორტის ზრდისა (22.9%), გაძლიერდა მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობა, რომელიც გამოწვეული იყო ტურიზმიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით და გადასახადების შემცირებით, რომელიც მიმართული იყო საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისკენ.  

თუმცა, ამავე დროს, საქართველოს მთავარი სავაჭრო ქვეყნების ვალუტები (ლირა და რუბლი) გაუფასურდა, რის გამოც ლარი რეალურად გამყარდა აღნიშნული ვალუტების მიმართ. ლარი რუბლთან 6.4%-ით, ხოლო ლირასთან 14.6%-ით გამყარდა. 


Galt&Taggart-ის მოლოდინია, რომ 2018 წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი იქნება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ის ფარგლებში. თუმცა, თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების გათვალისწინებით Galt&Taggart-ის მოსალოდნელი კურსი წლის ბოლოსთვის 2.7 ლარია აშშ დოლართან მიმართებაში, ამასთან Galt&Taggart აღნიშნავს, რომ აგვისტო-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის გათვალისწინებით მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031