გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: შიდა და გარე აქტორები, ვინც ცილისმწამებლური კამპანიით ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას

13-05-2023

სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ამჯერადაც სააკაშვილის მარცხით დასრულდა სტრასბურგში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, შიდა და გარე აქტორების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების სისწორე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან მიმართებით.

 

“მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით როგორი ზიზღის და ცილისმწამებლური კამპანია წარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ექიმების და მოსამართლეების წინააღმდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ თუნდაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებმა გაუძლო სტრასბურგის ტესტს და ეს ყოფილა სწორი. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ის შიდა და გარე აქტორები, ვინც ამ კამპანიით ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, უნდა გამოვიდნენ, აღიარონ ეს ყველაფერი და ბოდიში მოუხადონ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას”, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930