გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე: მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი

13-05-2023

მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ გეგონოთ რომ ეს ასეა. ეს განსხვავდება იმ ურთიერთობების, იმ ფორმებისგან, რომელიც არსებობს მაგალითად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამიტომ არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლევან მურუსიძის შესახებ დასმულ კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, კომენტარს ვერ გააკეთებს მოსამართლის კომენტარზე, რომელიც საკუთარ სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ესაუბრება ჟურნალისტს.

 

„თვითონ მოსამართლის დამოკიდებულება როგორია სანქციებთან მიმართებაში, ეს მისი პოზიციაა და ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ მოგახსენებთ. არა იმიტომ რომ, ამაზე შეხედულება შეიძლება არ მქონდეს, იმიტომ რომ ეს არ იქნება კორექტული. მოსამართლის განცხადებას არ შევაფასებ.

 

მოსამართლემ რაც გითხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვს სანქციებთან მიმართებაში ეს მათი პოზიციაა და მე ამასთან დაკავშირებით აბსულუტურად გააზრებულად გეუბნებით, რომ არ შეიძლება ამის კომენტრება პოლიტიკოსების მხრიდან. მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არიან მოქცეული და დაქვემდებარებული, არ გეგონოთ რომ ეს ასეა. ეს განსხვავდება იმ ურთიერთობების, იმ ფორმებისგან, რომელიც არსებობს მაგალითად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამიტომ არ შეიძლება ამაზე ასე საუბარი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930