გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიზიტორების რიცხვი 12,7 პროცენტით გაიზარდა

14-08-2018

მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის II კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.


საქსტატის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.8 %, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ.


აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.8 პროცენტით არის გაზრდილი.


2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 15.7 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 20.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


საერთაშორისო ვიზიტორების 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 28.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.


2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 31.6 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ვიზიტორების უმრავლესობა, 45.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.5 პროცენტს შეადგენდა.


2018 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 44 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 846.2 ათასი და 446.0 ათასი ვიზიტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930