გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„კონცეპტ თავგადასავალი 2“: მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

15-05-2023

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ ამჯერად გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთში.23-25 ივნისის გასტრო-კულტურულ ტურში, მესხეთის მდიდარი ისტორიის, უძველესი კულტურული ძეგლებისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნების პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ რამდენად განსხვავებული და განსაკუთრებულია მესხური კულინარია.


ტურის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მკვლევარი, ისტორიკოსი კუკური მეტრეველი გაგაცნობთ, პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლებს - გაზიარებთ აბულის ციკლოპური ციხის მისტიკას დავარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის.


სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის, საროს მთავარანგელოზთა ეკლესის, უძველესი მესხური დარბაზების, ხერთვისისა და თმოგვის ციხეების ხილვისას, თქვენს წინაშე ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა გაცოცხლდება.


ტრადიციული მესხური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, რესტორატორი ქეთი ბაქრაძე, მისეული იმპროვიზაციებით, ქართული კულინარიის ნაკლებად ცნობილ გემოებსა და არომატებს აღმოგაჩენინებთ.


სამცხე-ჯავახეთის გრძელი დაგაშლილი ლანდშაფტების, თვალწარმტაცი მთების, საქართველოში უდიდესი ტბების, დუხობორების ფერადი სახლების და ზოგადად, მესხეთის ეთნიკური მრავალფეროვნების კვალზე,თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ტური დაუვიწყარი და შთამბეჭდავი თავგადასავალი იქნება.

ტურის განმავლობაში, მონაწილეებს ნათია ფანჯიკიძე უმასპინძლებს თემით „ნამდვილი ცოდნით მხოლოდ ის იცი, რაც გინახავს და განგიცდია”.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამცხე-ჯავახეთის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ:


1 ადამიანი 2 ადგილიან ნომერში 1480 ლარია 20% ფასდაკლებით.

1 ადამიანი 1 ადგილიან ნომერში 1600 ლარია 20% ფასდაკლებით.

 

გაეცანი დამატებით ინფორმაციას ტურის შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031