გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის

15-05-2023

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებით აზერბაიჯანში, დღეს შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი იყო იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანი და მთლიანად, რეგიონი ბოლო პერიოდში ასრულებს. მისი თქმით, ამ თანამშრომლობის მიზანია, ევროპის და აზიის მჭიდროდ დაკავშირება.

 

„აზიის სატრანზიტო, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენს ქვეყნებში გადის ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე დამაკავშირებელი ძარღვია ევროპისა აზიასთან, იმისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების წყარო ჰქონდეს ევროპას და ჰქონდეს ამავე დროს, ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ლოჯისტიკური კავშირი აზიასთან. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი.

 

რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ამავე დროს უკავშირდება იმ ღონისძიებას, რომელიც ხვალ გაიმართება პარლამენტში ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. მე მექნება შესაძლებლობა, მივმართო პარლამენტს. ამ ასპექტში, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, თავის დროზე ბრძნული და წინდახედული გადაწყვეტილებები, რომელიც მაშინდელმა ლიდერებმა მიიღეს, ის სტრატეგიული პროექტები, რომელზეც დღესაც არის საუბარი, უკვე მოქმედებს და ასევე, საუბარია გაფართოებაზე, ალტერნატიული გზაზე შეუძლებელი იქნებოდა საუბარი, მაშინ ჰეიდარ ალიევს და იმ თაობის ლიდერებს რომ არ ეფიქრათ წინმსწრებით სწორედ, ამ საკითხებზე.

 

ის, რაც მაშინ შესაძლოა სხვებისთვის იყოს წარმოუდგენელი, ან ხანგრძლივი პერსპექტივის საკითხი, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან რეალური, ხელშესახები და ამავე დროს აუცილებელიც და უალტერნატივო. ასევე, აღსანიშნავია ის როლი, რომელიც იმ თაობის ლიდერებს ჰქონდათ, როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში და საქართველოში, რომლებმაც ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩაუყარეს საფუძველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930