14-08-2018
ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ.
გავრცელებული ინფორმციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანას საქართველოს მოქალაქეები , სეზონურად მომუშავე მუშები გადაჰყავდა.
გენერალური კონსულის, ავთანდილ მიქაცაძის თქმით, მიკროავტობუსში მყოფი 21 მგზავრიდან უმრავლესობას მცირე დაზიანებები აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კონსულის თქმითვე, შესაძლოა მძღოლს ჩაეძინა ან მობილური ტელეფონით საუბრობდა, რამაც ატოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
„დილის სამ საათზე, გამთენიისას, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს, მძღოლს, დაეძინა ან მობილური ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავტობუსში 21 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. უმეტესობამ მცირე დაზიანებები მიიღო. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ამჟამად, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დღეისათვის საავდმყოფოში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი საქართველოს მოქალაქე იმყოფება, ხოლო ერთი სახელმწიფო სავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ვიმყოფებით კლინიკაში , სადაც მკურნალ ექიმებთან და საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან მათი კვალიფიცირებული მომსახურებისა და სამედიცინო ხარჯების გადახდის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს“-განაცხადა მიქაცაძემ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მძღოლი უკვე დაკავებულია.
19-12-2024
18-12-2024