გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონელი ასტრონავტი კოსმოსში 9 სანტიმეტრით გაიზარდა

9-01-2018

იაპონელი ასტრონავტი ნორიშიგე კანაი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის 3 კვირის განმავლობაში 9 სანტიმეტრით გაიზარდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. ფიზიკური პარამეტრების მდგომარეობაზე გამოკვლევა ჩამიტარეს და აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმაღლე 9 სანტიმეტრით მეტია,“- დაწერა კანაიმ. მან აღნიშნა, რომ ასე სკოლის ასაკის შემდეგ არ გაზრდილა და ხუმრობით დასძინა, რომ შეიძლება კოსმოსური ხომალდის სავარძელზე აღარ დაეტიოს. 

როგორც წესი, გრავიტაციის უქონლობის გამო ასტრონავტები კოსმოსში 1-2 სანტიმეტრით იზრდებიან. 

იაპონელი ასტრონავტი 2017 წლის 19 დეკემბრიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იყო.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930