გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები ნაფიცმა მსჯულებმა დამნაშავედ ცნეს და მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

18-05-2023

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც ორი პირის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.


სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დაზარალებულს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.


პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთხმად ცნეს დამნაშავედ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930