19-05-2023
თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში გააკეთა „ქართულმა ოცნებამ". ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერც ერთი წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს სწორად დგამს.
"მე ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ, თუნდაც აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირება. რატომ აგიხსნით. მე გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია, მოტივაციაც.
ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ პოლიტიკას ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით. ამას დასჭირდება წლები.
რას ვაკეთებთ, და ვაკეთებთ იმას, რომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერც ერთი წარმომადგენელი. რატომ მე გეტყვით, ევროპული პერსპექტივით აღიარა ჩვენმა ევროპულმა პარტნიორმა რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024